ახალი ამბები
ძამას ხეობაში 15 კმ-იანი გზის სამუშაოები 5 თვის დაგვიანებით დაიწყო
,,ორი კვირაა, რაც გვერძინეთი-ტყემლოვანას გზის მონაკვეთზე სამუშაოები დაიწყო" - ამის შესახებ ,,ქართლის სტუდიაში" ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა ალექსი ჯოჯიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 15 კმ-იან გზაზე ასფალტირების სამუშაოები 18 თვეში დასრულდება. ხელშეკრულება კომპანია ,,ბლექ სი გრუპთან" 2018 წლის 27 დეკემბერს დაიდო, თუმცა, ტექნიკა, როგორც ჯოჯიშვილი აცხადებს, ორი კვირის წინ - მაისში გამოჩნდა.

კომპანია ,,ბლექსი გრუპი" გამარჯვებულია ტენდერში, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა. პროექტის ღირებულებაა 14,5 მლნ ლარი.

,,ბლექ სი გრუპი" გზის მშენებლობას 18 თვის განმავლობაში (წელიწადნახევარი) დაასრულებს გზის მშენებლობას. სარეაბილიტაციო გზა იწყება ელბაქიანთ კარიდან და მთავრდება ტყემლოვანასთან.


იხ. გადაცემა

Print

სტატიის გამოყენების პირობები