ახალი ამბები
0,01 გრამიანი ეკონომია - ხაშურის მერმა ერთ თვეში 799,99 ლიტრი ბენზინი დახარჯა
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე 6 ავტომობილი ირიცხება, ამ სატრანსპორტო საშუალებებისთვის საწვავის წლიური ლიმიტი 35 400 ლიტრ ბენზინს შეადგენს.

ხაშურის მერის გიორგი გურასპაშვილის სარგებლობაშია "ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო", რომლის ყოველთვიური ლიმიტი 800 ლიტრი საწვავია. გიორგი გურასპაშვილმა 2019 წლის მარტში ლიმიტს 0,01 გრამი დააკლო და 799,99 ლიტრი დახარჯა.

"რენაუტის" მარკის ავტომობილით გადაადგილდება გურასპაშვილის ახლადდანიშნული მოადგილე. ზურაბ როსებაშვილი გორში ცხოვრობს და, შესაბამისად, სამსახურში მისასვლელად მეტი ხარჯი ჭირდება.

კერძოდ, თუ "რენაუტმა" მარტში 275 ლიტრი დახარჯა, აპრილში ხარჯმა 354 ლიტრი შეადგინა. გურასპაშვილის მოადგილე თანამდებობას პირველი აპრილიდან იკავებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები