ახალი ამბები
ოკუპირებულ დმენისთან მამაკაცი მდინარე ლიახვის გადალახვას ცდილობდა
ცხინვალის მილიციის თანამშრომლებმა 44-წლის მამაკაცი მდინარე პატარა ლიახვიდან გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.

სააგენტო ,,რესის" ცნობით, მამაკაცი წყლის დინებამ გაიტაცა და ის საგზაო მილიციის თანამშრომლებმა გადაარჩინეს. ამჟამად, მამაკაცი ამბულატორიულ მკურნალობას გადის.

44-წლის მამაკაცი სოფელ სათიხარში (ასევე ცხინვალის რაიონი) ცხოვრობს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროს ცნობით, შემთხვევა სოფელ დმენისთან 30 მაისს მოხდა.

დმენისი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთთან რამდენიმე კმ მანძილის დაშორებით ცხოვრობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები