,,ქართლის სტუდია" - რუსული არხების გავლენა ეთნიკურ უმცირესობებში
18:19 / 31.05.2019
რას სთავაზობს ქართული ან უცხოურენოვანი მაუწყებლები ეთნიკური
უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მცხოვრებთ?
ამ თემაზე სასაუბროდ ,,ქართლის სტუდიაში" ჟურნალისტ გიორგი ახალკაცთან
ამერიკის ხმის ჟურნალისტი ნინო დალაქიშვილი და ერგნეთის ომის მუზეუმის
დამფუძნებელი ლია ჩლაჩიძე საუბრობენ.
,,უნდა იფიქრონ იმაზე, რომ რაღაც კრეატიული შესთავაზონ მაყურებელს" -
აცხადებს ლია ჩლაჩიძე. ნინო დალაქიშვილის თქმით, რუსული პროპაგანდის
ნაწილია კვალიფიციურად და პროფესიონალურად შეფუთული, თუმცა ცრუ
ინფორმაციის მიწოდება მაყურებლისთვის.
,,ვფიქრობ, საუკეთესო მაგალითია ბალტიის ქვეყნების გამოცდილება, სადაც
რეალურ ინფორმაციას თარგმნიან იმ ენაზე, რომელიც რუსულენოვან
მოსახლეობას ესმის" - ამბობს ნინო დალაქიშვილი.
გადაცემაში ასევე ნახათ რეპორტაჟს ეთნიკური აზერბაიჯანელებით და
ოსებით დასახლებული სოფლიდან.
სტატიის გამოყენების პირობები