ახალი ამბები
ველომოყვარულთა მოთხოვნა გორის მერიის მიმართ
ველომოყვარულთა კლუბის წევრები გორში ველობილიკების მოწყობას ითხოვენ. ამის გამო, კლუბის წევრებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს.

აქციას მოზარდებიც შეუერთდნენ, მათ შორის, ნიკოლოზ მიხანაშვილი. იგი დიდი ხანია  სარგებლობს ველოსიპედით და სპეციალური ბილიკების მოწყობის საჭიროებას უკვე ხედავს.

აქცია-მსვლელობა ველოსიპედებით მშვიდობის გამზირიდან დაიწყო. შემდეგ აქციის მონაწილეებმა მერიის შენობასთან გადაინაცვლეს და მსვლელობა საკრებულოსთან დაასრულეს.

,, მშვიდობის გამზირზე ვითხოვთ ველობილიკს. ვინაიდან ჩვენ გვაქვს სრული უფლება, რომ გადავაადგილდეთ უსაფრთხოდ და გვინდა, რომ ეს ჯანსაღი წესი დავნერგოთ ქალაქში. ქალაქი ისედაც გადატვირთულია და გვინდა, რომ ველოსიპედი იყოს ერთ-ერთი ალტერნატიული ტრანსპორტი. გვსურს ჯანსაღ ცხოვრებას შევუწყოთ ხელი. წელს პირველად შევიკრიბეთ, მაგრამ გასულ წლებში ვიკრიბებოდით და ამას ექნება სისტემატიური ხასიათი"" - განაცხადა ველომოყვარულთა კლუბის ხელმძღვანელმა - ლადო მიხანაშვილმა.

მერის მოადგილის თქმით, რომელიც მშვიდობის გამზირზე იმყოფებოდა, თვითმმართველობაში აღნიშნულ საკითხს განიხილავენ.

,,გორის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის მიესალმება ახალგაზრდების ინიციატივებს,შესაბამისად,აღნიშნულ საკითხსაც ჩვენ განვიხილავთ და პროექტის არსებობის შემთხვევაში ქალაქში ველობილიკებს გავაკეთებთ"" - განაცხადა გორის მერის პირველმა მოადგილემ ერასტი ელიჯარაშვილმა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები