ახალი ამბები
ბოშურის გზაზე კლდიდან ქვები ჩამოცვივდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურთან გზაზე კლდიდან ქვები ჩამოცვივდა. ამის ამსხველი ფოტო ატენი-ბოშურის გზაზე მიმავალმა ჟურნალისტებმა გადაიღეს.

აღნიშნული გზაზე წელიწადზე მეტია სარეაბილიტიაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით, კომპანია დაახლოებით 1 მლნ ლარის სამუშაოებს ახორციელებს.

ატენი-ბოშურის გზის სარეაბილიტაციოდ ტენდერი 2016 წლის ოქტომბერში გამოცხადდა. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2017 წლის ნოემბერში. კომპანიას სამუშაოების დასრულების ვადა ჯერ 2018 წლის ნოემბრამდე გადაუწიეს. შემდეგ კი, 2019 წლის მაისამდე.

"10 კმ-იანი მონაკვეთის პროექტირება-მშენებლობა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ხორციელდება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 7,728,552.96 ლარია. პროექტის განხორციელების პერიოდი 12 თვეა.", - საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში, რომელიც 2016 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა.





იხ. ამავე თემაზე:

ფოტორეპორტაჟი (2019 წლის მარტი) -
გზა ბიისის შემდეგ - მითი ბოშურის გზის რეაბილიტაციის შესახებ (Photo)
Print

სტატიის გამოყენების პირობები