ახალი ამბები
,,ჩამოხვალთ სოფლიდან და დალევა ქალაქში მოგინდებათ" - პოლიციელმა გორში მოქალაქე დააკავა
გორში, იუსტიციის სახლთან, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, რომელიც, პოლიციელების აზრით, ნასვამ მდგომარეობაშია. შემთხვევა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსების გაჩერებასთან მოხდა.

ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ყვიროდა და იგინებოდა. მას სავარაუდოდ ერთ-ერთ სოფელში წასვლა უნდოდა და თანხა არ ჰქონდა.

პოლიციელებმა მამაკაცი მანქანაში ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩასვეს და წაიყვანეს.

,,რამდენს ლაპარაკობ შენ. ჩამოხვალთ სოფლიდან და დალევა აქ მოგინდებათ ხოლმე" - უყვიროდა პოლიციელი მოქალაქეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები