ახალი ამბები
ცირკის ყოფილ შენობას გორის მერია მთავრობას გადასცემს
გორში, გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ცირკის შენობა სახელმწიფოს გადაეცემა. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მერიამ მიიღო.

მერიის ადმინისტრაციის ცნობით, მუნიციპალური შენობა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ბალანსზე გადავა. თანხმობის მისაღებად, გორის საკრებულოში განცხადება უკვე შევიდა.

ცირკის ყოფილი შენობა 90-იან წლებში დაწვეს. 2003 წელს შენობა ბიზნესმენმა და ცნობილმა მოჭიდავემ ბორია გოგიჩაიშვილმა იყიდა, თუმცა თანხის სრულად გადაუხდელობის მიზეზით, 2004 წელს ქონების მართვის სამმართველომ დაიბრუნა.

თვითმმართველობის რეფორმის და ქონების გამიჯვნის შემდეგ ცირკის შენობა მერიის ბალანსზეა. რა ბედი ეწევა მიწის ფართობს ქონების გადაცემის შემდეგ, ამ ეტაპზე, უცნობია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები