ახალი ამბები
დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში გორის სილამაზის სალონებს ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები დააჯარიმებენ
გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლება მიენიჭებათ. ამის შესახებ განკარგულების პროექტი გორის მერიაში მოამზადეს.

პროექტის მიხედვით, იმ სალონებში, სადაც ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურები დარღვეული იქნება, ჯანდაცვის ცენტრი ადმინისტრაციულ ღონისძიებებს გაატარებს. კერძოდ, იურიდიული პირი დაჯარიმებული იქნება შესაბამისი მუხლით.

მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ღონისძიება ინფექციების პრევენციისა და კონტროლის გაძლიერების მიზნით ხორციელდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები