ახალი ამბები
ფლავში სამრევლო სკოლა გაიხსნება
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ფლავში სამრევლო სკოლა გაიხსება. ამის შესახებ გორის ეპარქიამ თხოვნით გორის მერიას მიმართა.

მერიის გადაწყვეტილებით, ყოფილი კანტორის შენობის მეორე სართულზე, მღვდელმსახურს დაეთმობა. ოთახის გამოყოფის შესახებ დაწერილ თხოვნას საკრებულო დააკმაყოფილებს:

"ეპარქიამ მოგვმართა, სამრევლო სკოლისთვის ოთახი უნდათ. ყოფილ საბჭოს შენობაში ერთი ოთახი გამოვუყავით. შენობა დაზიანებულია, მაგრამ გვითხრეს, რომ შეაკეთებენ. როგორც ვიცი, იქ სწავლა უფასო და ნებაყოფლობითი იქნება. სასულიერო სწავლება წარიმართება, მოგვიანებით ალბათ ჭრა-კერვის კურსებიც დაემატება.- განაცხადა ქართლი.გე-სთან გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ.

ფლავში სამრევლო სკოლის გახსნის ინიციატორი მამა ბასილი (ფოსურია.)
Print

სტატიის გამოყენების პირობები