ახალი ამბები
როზა ბაბოს სახლი გორში (ფოტოამბავი)
ეს სახლი დღეს აღარ არსებობს. ფოტო კი, რომელიც შემორჩა, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გაუგზავნეს.

ამჟამად, ძველი სახლის ადგილზე სასტუმროა აშენებული. შუშაბანდიანი ბინა მხოლოდ მეხსიერებას შემორჩა. ტილოზე კი, მის აღდგენას მხატვრები ცდილობენ.

გარსევანიშვილების ქუჩაზე როზა ბაბოს ყველა იცნობდა, ვისაც ამ ქუჩაზე გაუვლია. მოხუცი ქალბატონი დღის განმავლობაში რამდენი საათით ფანჯარასთან იჯდა.

იგი მარტო ცხოვრობდა. გამვლელებს საათს ეკითხებოდა. ვინც გასცემდა პასუხს,საუბარს მასთან იწყება. ეკითხებოდა ვინაობას, სადაურობას. მანამდე თუ ვიღაცა გააბრაზებდა, შესჩივლებდა.

მოსწავლეები მის ფანჯარასთან ხშირად ჩერდებოდნენ. როზა ბაბო სკოლის შესახებ ჰკითხავდა, რომელ სკოლაში სწავლობდნენ, მათი პედაგოგი ვინ იყო და ა.შ. 

როზა ბაბოს გარდაცვალების შემდეგ (დაახლოებით 10 წლის წინ) სახლი ახლობლებმა გაყიდეს. ახალმა მყიდველმა კი, სასტუმროს მშენებლობა დაიწყო.

2. ფოტოზე: გარსევანიშვილის ქუჩა



3. ფოტოზე: სახლის ამჟამინდელი მდგომარეობა



იხ. ამავე თემაზე:

გორის ისტორიული სახლები, რომელთაც შესაძლოა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს

Print

სტატიის გამოყენების პირობები