ახალი ამბები
გორში ახალგაზრდებმა ნაგვის დაყრის გამო მოქალაქეებს 123 ,,მეგობრული ჯარიმა" დაუწერეს
გორში, მოხალისეებმა ნაგვის დაყრის გამო, მოქალაქეებს 123 მეგობრული ჯარიმა დაუწერეს. ამის შესახებ პროექტის საზეიმო დახურვის ცერემონიაზე გახდა ცნობილი.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები დონორ ორგანიზაციებთან და ორგანიზატორებთან ერთად შეაჯამეს. 

გარემოდაცვითი პროექტი ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში 16 წლის ასაკის მოხალისეები იყვნენ ჩართულნი.

,,აღნიშნული პროექტი ითვალისწინებდა მოსახლეობის მაქსიმალურად ინფორმირებას ნარჩენების მართვის კოდექსის შესახებ. მოხალისეები დღის მონაკვეთის რამდენიმე საათის განმავლობაში ქ. გორისა და ქარელში ხალხმრავალ ადგილებში, აკვირდებიან მოსახლეობას და ნარჩენით დაბინძურების შემთხვევის აღმოჩენისას, დამრღვევს გაფრთხილებას აძლევდნენ კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის შესახებ." - განაცხადა შეხვედრის ორგანიზატორმა, ,,სენის" რეგიონულმა კოორიდნატორმა ირმა კიტრიაშვილმა.

პროექტი განხორციელდა პროგრამის ,,ნარჩენები მართვა რეგიონებში" ფარგლებში - ფაზა WMTR II. აღნიშნული პროგრამა თბილისის გარდა საქართველოს 3 რეგიონში - აჭარა, კახეთსა და შიდა ქართლში მიმდინარეობს. მას CENN- ახორციელებს USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.

,,WMTR II პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას ქვეყნის ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზებაში და მხარს უჭერს მდგრად განვითარებასა და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, უზრუნველყოფს ნარჩენების ისეთ მართვას, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ნარჩენების მიერ ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ რესურსებზე მიყენებულ ზიანს." - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები