ახალი ამბები
გორის რაიონში რუსთავის მერის აგარაკიდან მინი ტრაქტორი და ღვინო მოიპარეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას აგარაკი გაქურდეს.

ფაქტის შესახებ ტაბაღუებისთვის ცნობილი ორი დღის წინ გახდა, რის შემდეგაც, სამართალდამცველებს მიმართეს.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა განუცხადეს, საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა. წინასწარი ინფორმაციით, აგარაკიდან წაღებულია ხელის ტრაქტორი, რამდენიმე ბოცა ღვინო და საყოფაცხოვრებო ნივთები.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებულია პატიმრობა ოთხიდან შვიდ წლამდე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები