ახალი ამბები
მეჯვრისხევის საბავშვო ბაღში ღამით ხანძარი გაჩნდა
გორის მუნიციპალიტეტის მეჯვრისხევის საბავშვო ბაღში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა ღამის საათებში მოხდა.

საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ლია კოვზიაშვილი აცხადებს, რომ შენობა სრულ განადგურებას გადარჩა:

,,სადენებიდან ღამის საათებში გაჩენილა ცეცხლი. როგორც მითხრეს, დაზიანებული ყოფილა სადენი და ცეცხლი ამ სადენს გაყოლია. დამწვარია მხოლოდ სამზარეულო, რომელის ფუნქციონირება ამჟამად შეუძლებელია. ვიდრე საზმრეულო არ გაკეთდება, საბავშვო ბაღში მუშაობა ვერ აღდგება. შემიძლია გითხრათ, რომ გადავრჩით" - აცხადებს ლია კოვზიაშვილი.

მეჯვრისხევის საბავშვო ბაღი კერძო სახლშია განთავსებული. იქ 100-მდე ბავშვი დადის.

გამოყენებულია თემატური ფოტო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები