ახალი ამბები
რუისის სკოლის სახურავის რეაბილიტაცია 9 ივნისამდე დასრულდება - ქარელის მერია
რუისის მესამე საჯარო სკოლის სახურავს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სკოლის დირექტორმა, მაკა მეტრეველმა განუცხადა.

მისი თქმით, ქარიშხლისა და სეტყვის შედეგად, დაზიანდა დაახლოებით 250 კვ მ ფართობზე სახურავი:

,,წუხელ წვიმაც ჩამოვიდა კვლავ. მიმდინარეობს სამუშაოები. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ფაქტს სასწავლო პროცესისთვის ხელი არ შეუძლია" - აცხადებს სკოლის დირექტორი.

ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი აცხადებს, რომ სამუშაოები კვირის ბოლომდე (9 ივნისამდე) დასრულდება.

რუსისის მესამე საჯარო სკოლას რეაბილიტაცია, 2008 წელს აგვისტოს ომის შემდეგ, ჩაუტარდა. ანძასთან ჩამოგდებული ბომბის შედეგად სახურავი დაზიანდა. შეაკეთეს იმავე წელს, თუმცა 2010 წელს ქარმა სახურავი ახადა.

ამჯერად, რუისის მესამე საჯარო სკოლის სახურავს რეაბილიტაცია მესამედ უტარდება. სამუშაოებისთვის 14500 ლარი იხარჯება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები