ახალი ამბები
დათა ვანიშვილმა ბოტსვანას საგარეო საქმეთა მინისტრს გადაადგილების პრობლემაზე უამბო
ბოტსვანის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი უნითი დოუ გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხურვალეთში ჩავიდა.

უნითი დოუ მავთულხლართების მიღმა მცხოვრებ დათა ვანიშვილს შეხვდა. 80 წელს გადაცილებული მოხუცი ბოტსვანის დელეგაციას იმ პრობლემებზე ესაუბრა, რომელიც მას გადაადგილების დროს ექმნება.

"მარტივია ანგარიშების კითხვა, პოლიტიკური დოკუმენტების გაცნობა საქართველოზე, თუმცა მნიშვნელოვანია, ადგილზე ნახო მდგომარეობა და ის, თუ როგორ ცხოვრობს აქ ხალხი. როდესაც ადამიანებს ხვდები, უკეთ გვიყვებიან საკუთარ ცხოვრებას, სახეები ბევრისმთქმელია", – განაცხადა ბოტსვანის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა.

ბოტსვანა 1960-იანებში იყო მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ 70$ მშპ.-თი, დღეისთვის ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონეა. 2017 წლის მონაცემებით მისი მშპ ერთ მოსახლეზე შეადგენდა 17,918$-ს რაც აფრიკის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია, ხოლო ადამიანის განვითარების ინდექსი საუკეთესო აქვს სუბსაჰარული აფრიკაში. ის არის აფრიკის კავშირის, სამხრეთი აფრიკის განვითარების საზოგადოების, ერთა თანამეგობრობის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები