ახალი ამბები
ხელთუბნის სკოლაში ყოფილი დირექტორის შემოქმედებითი საღამო გაიმართება
ხელთუბნის საჯარო სკოლაში მაგული ტერმაკოზაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კულტურის განვითარების სააგენტოდან აცნობეს.

მაგული ტერმაკოზაშვილი ქართული ენის და ლიტერატორის პედაგოგია, ის ლექსების კრებულის ავტორიცაა. წლების განმავლობაში ამავე სკოლის ხელმძღვანელი იყო.

ღონისძიება ხვალ, 5 ივნისს, 15:00 საათზე გაიმართება. ღონისძიებაზე მის ლექსებს სხვადასხვა მწერლები და პოეტები წაიკითხავენ. ღონისძიებას კულტურის სფეროს და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.

მაგული ტერმაკოზაშვილის შემოქმედებით საღამოს ორგანიზებას გორის კულტურის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები