ახალი ამბები
ციცაგიაანთკარში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებაში გორის მერიას აშშ განვითარების სააგენტო ეხმარება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ციცაგიაანთკარის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აღარ ექნება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მერიიდან აცნობეს.

აშშ განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, ციცაგიაანთკარის სასმელი წყლით მომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო პროექტი უკვე შეადგინეს. პროექტი კი, მერიას გადასცეს.

პროექტს ახორციელებს აშშ-ს განვითარების სააგენტო "ზრდას" ფარგლებში.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა განუცხადა, წყლის პრობლემა 120-ზე მეტ ოჯახს აღარ შეაწუხებს.

პროექტის მიხედვით მოეწყობა ჭაბურღილი, 50 კუბური მეტრი მოცულობის რეზერვუარი, საქლორატორო სადგურის შენობა და შიდა ქსელი.

სამუშაოების განსახორციელებლად მერია ტენდერს წლის ბოლომდე გამოაცხადებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები