ახალი ამბები
,,ნინო ქარქუსაშვილი" - გორელი დიზაინერი მამის პროფესიით და ტკბილი მოგონებებით [R]
ნინო ქარქუსაშვილი 11 წელია, რაც ტანსაცმლის დიზაინერია. წლების განმავლობაში მის მშობლებს ბაზრის ტერიტორიაზე საკუთარი ატელიე ჰქონდათ. მამის გარდაცვალების შემდეგ, მშობლების საქმიანობა გააგრძელა.

ნინო პირველი დიზაინერია გორში, რომელიც საკუთარი ხელით ქმნის ტანსაცმლის დიზაინს, კერავს და ქარგავს. ბრენდი სახელწოდებით ,,ნინო ქარქუსაშვილი" გორელი მოსახლეობისთვის უკვე კარგადაა ცნობილი.

ნინო ქარქუსაშვილს qartli.ge ესტუმრა. მისი ატელიე გორში, წმინდაწყალზე, ახალი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.

- ნინო საზოგადოებას აინტერისებს, საიდან საიწყო თქვენი მოღვაწეობა მოდის სფეროში? როგორც ვიცით თქვენ მხოლოდ ოცდაექვსი წლის ხართ.

- მოგესალმებით, ჩემი ამბავი ფაქტიურად ბავშობიდან დაიწყო, თხუთმეტი წლის ვიყავი, როდესაც მამა გარდამეცვალა და გადავწყვიტე მის სამსახურში დამეწყო მუშაობა დედასთან ერთად (ჩემს მშობლებს ბაზრის ტერტიტორიაზე სამკერვალო ატელიე ქონდათ) მამასგან მხოლოდ ძველი ჩანაწერები დამრჩა ამ საქმესთან დაკავშირებული და, რა თქმა უნდა, ტკბილი მოგონებები. პრაქტიკულად კი, დედისგან მივიღე ყველაფერი, რითაც შენიძლია ამაყი ვიყო.

- ნინო თქვენ საკუთარი ატელიე გაქვთ გორში, გვითხარით როგორ დაიწყო ყველაფერი?

- ოჯახის შექმნის შემდეგ გადავწყვიტე, რომ საკუთარი ატელიე გამეხსნა. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, მის მიერ გაწეული შრომისა და მხარში დგიმისათვის, მიუხედავად ბევრი სირთულისა გავიმარჯვე ორ პროექტში, (არდიეფჯი და ელკანა) დამივიღე გრანტი, რაც ძალიან დამეხმარა ჩემი საქმის განვითარებითვის, რისთვისაც დიდი მადლობა ვუხდი მათ.

- ნინო რას მოიცავს თქვენი შემოქმედება?

- მინდა თამამად ვთქვა, რომ ჩემი ხელიდან ყველაფერი იქმნება, რაც იცმევა, არასოდეს არ ვერიდები სირთულეებს და გამოწვევებს, პირიქით ერთფეროვნება ჩემს საქმიანობაში დამთრგუნველია.

- გვითხარით სამომავლო გეგმების შესახებ?

- კი, რა თქმა უნდა, მაქვს გეგმები, რომ ავიყვანო მოსწავლეები და თავად შევასწავლო ძირეულად ამა თუ იმ დეტალის სპეციფიკა, მინდა ჩემგან მიღებული ცოდნით იმუშაონ მათ.

- რატომ მოსწავლეები და არა გამოცდლი მკერავების დაქირავება, ეს ხომ ნაკლებ დროს ითხოვს?

- ჩემი თვითმიზანია მომხმარებელთან ჩემი პირადი ხასიათი და ხარისხი მივიდეს უნაკლოდ, თუნდაც მოსწავლეების აღზრდამ მეტი დრო წაიღოს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები