ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალში 31-წლის მამაკაცი გარდაიცვალა
31 წლის მამაკაცი გორის ჰოსპიტალში ორი დღის წინ მივიდა. ოჯახს ჰოსპიტალიდან აცნობეს, რომ მამაკაცს ფილტვების ანთება ჰქონდა, რის გამოც მოხდა მისი სტაციონარში განთავსება. მდგომარეობა გართულდა და დღეს რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა.

qartli.ge ოჯახის ახლობელს დაუკავშირდა. 

"არ ვიცით რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ლევანი ჰოსპიტალში საკუთარი ფეხით მივიდა მხარი სტკიოდა, ექიმებმა კი დააწვინეს. ამ დრომდე არ ვიცით მისი გარდაცვალების მიზეზი არაფერს გვეუბნებიან" -  ამბობს გარდაცვლილის ახლობელი გიორგი ბერიანიძე.

31 წლის მამაკაცს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს გორის განყოფილებაში ექსპერტიზას უტარებენ, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

გაგრძელება:

გორის ჰოსპიტალი პაციენტის გარდაცვალებაზე: ,,დადგა უეცარი სიკვდილი"
Print

სტატიის გამოყენების პირობები