ახალი ამბები
ერგნეთში ოკუპირებული ტერიტორიიდან სროლის ხმა ისმის
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ე.წ. ძარწემის პოლიგონზე რუსეთის საჯარისო ნაწილები მასშტაბურ წვრთნებს ახორციელებენ.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ერგნეთის მცხოვრებმა გიორგი კასრაძემ განუცხადა, ოკუპანტები მსხვილკალიბრიანი იარაღიდან ისვრიან და ხმა იმდენად ძლიერია, რომ ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებულ ტერიტორიაზეც ისმის.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი იმ თემის რწუმენბულს და სპეციალსტს ესაუბრა, სადაც ერგნეთიც შედის.

ტირძნისის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი გელა სამადაშვილი და მისი სპეციალისტი აცხადებენ, რომ სროლის ხმა არ გაუგიათ.

რუსი სამხედრო წვრთნების შესახებ ინფორმაცია ოსურ მედიას ჯერ არ გაუვრცელებია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები