ახალი ამბები
გამყოფი ხაზის სოფლებში დაზარალებულთათვის 1 მლნ დოლარის ღირებულების პროექტი განხორციელდება
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლობის მხარდასაჭერად USAID-ის პროექტ "ზრდა საქართვლოში", რომელიც რეგიონში წლებია ოპერირებს, ახალ, 1 მლნ. დოლარის ღირებულების პროექტს იწყებს.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, 6 მაისს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, USAID-ის პროექტს "ზრდა საქართვლოში" და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.

,,მიმდინარე წლის მაისის ბოლოს ძლიერი სეტყვის შედეგად, შიდა ქართლში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, დაზარალებული მოსახლეობის რაოდენობამ 7 ათასს გადააჭარბა. მრავალწლოვანი და ერთწლოვანი კულტურების დაზიანებული ფართობი 10 000 ჰექტრამდეა. მემორანდუმს ხელს აწერენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, USAID-ის პროექტს "ზრდა საქართვლოში" წარმომადგენელი და შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი. ხელმოწერის ღონისძიებას სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი დაესწრება."- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 25 მაისს, შიდა ქართლში მოსული სეტყვისა და ძლიერი ნალექსის შედეგად რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. მოსახლეობამ დახმარების მოთხოვნით საპროექტო აქცია ჯერ გორის მერიასთან, შემდეგ ავტობანზე გამართა. დაზარალებულებთან შესახვედრად გორში სოფლის მეურნეობის მინისტრი ჩავიდა. იგი დაპირდა, რომ მთავრობა ბანკებთან, სესხების გადავადების თაობაზე, შუამდგომლობას გაწევდა, ასევე, თითო ოჯახი ერთჯერად დახმარებას 200 ლარის ოდენობით მიიღებდა. ფერმერები და გლეხები სამელიორაციო გადასახადებისგან გათავისუფლდებიან.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები