ახალი ამბები
თედოწმინდაში მუსლიმებმა მარხვის დასრულება აღნიშნეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში მუსლიმებმა მარხვის დასრულება აღნიშნეს. სოფლის რიტუალების სახლში, რომელიც 2011 წელს აშენდა, ადგილობრივი მცხოვრებლები შეიკრიბნენ.

ისინი ერთი თვეა მარხულობენ. ერთი თვის განმანვლობაში საკვებს, მხოლოდ, ღამის 9 საათზე და გამთენიისას, დილის 4 საათზე ჭამდნენ. მარხვის პედიოში აკრძალულია ღორის ხორცის და ალკოჰოლის მიღება.

მარხვის დასრულებას სოფლის მეჩეთში სოფლის თავკაცი თეიმურაზ აღჩანოღლი უძვება, რომელიც ლოცვის შემდეგ ადგილობრივ ახალგაზრდებს რელიგიურ ტრადიციებზე ესაუბრება.

სოფელში 150-მდე ოჯახი ცხოვრობს, მათ უმრავლესობას აზერბაიჯანელები წარმოადგენენ. თედოწმინდაში ცხოვრობენ ქართველები და ოსებიც. ვახშმობისას ერთმანეთს მარხვის დასრულებას უცლოავენ. ყველა ოჯახი, ინფივიდუალურად, ფინანსურად ეხმარება გაჭირვებულ ოჯახს. იდენთიფიცირებას არ ახდენენ.

რეპორტაჟს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები