ახალი ამბები
პროექტი, რომლის გამოც ხიდისთავის სკოლის პედაგოგმა ეროვნული ჯილდო მიიღო (VIDEO)
ხიდისთავის საჯარო სკოლაში პროექტის, "გახდი აღმომჩენი" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ხიდისთავის, ქვახვრელის, უფლისციხის და ე.წ. საზღვრისპირა სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.

აღნიშნული პროექტი "მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" ხელშეწყობით განხორციელდა.

პროექტი ,,გახდი აღმომჩენი", რომელიც ერთი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა, გამარჯვებული გახდა ხიდისთავის სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი, თეა ნონიკაშვილი.

პროექტის ფარგლებში დღეს მოსწავლეებმა სკოლის ეზოში წარმოადგინეს მთელი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოები.

"კოალიცია განათლების ხელშეწყობა ყველასათვის - საქართველო" მოგვცა შანსი, რომ საუკეთესო ათეულის მასწავლებლებს გაგვეკეთებინა სკოლებში გრანდიოზული პროექტები. ჩემს მიერ დაწერილი პროექტი "გახდი აღმომჩენი" საგრანტო კონკურში მოიწონეს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ატენის, ქვახვრელის, უფლისციხის და ასევე ე.წ საზღვრისპირა სკოლის მოსწავლეებმა", - აღნიშნა ხიდისთავის სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა თეა ნონიკაშვილმა.

,,აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს ახალგაზრდებში საბუნებისმეტყველო საგნებით დაინტერესებას. მოსწავლეებს მიეცათ საშუალება, ჩვენი სკოლის ლაბორატორიაში განეხორციელებინათ მრავალფეროვანი აქტივობები,"-აღნიშნა ხიდისთავის სკოლის დირექტორმა, მიმოზა ღოლიჯაშვილმა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები