ახალი ამბები
გორში მულტიკულტურული ფესტივალი გაიმართება
გორში 8 ივნისს მულტიკულტურული ფესტივალი იმართება, რომელსაც წარმოგიდგენთ საზოგადოება ,,ბილიკი"" და გორის მუნიციპალიტეტის მერია. ფესტივალი გაიმართება წერეთლის ქუჩაზე და მონაწილეობას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ხელოვანი ადამიანები, მეწარმეები, ანსამბლები და ჯგუფები.

ფესტივალი იმართება პროექტის ,,ახალგაზრდები ცვლილებებისთვის "ფარგლებში და დაფინანსებულია ,,ღია საზოგადოების ფონდის"" მიერ. ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს კულტურათაშორის დიალოგისა და კავშირების გაღრმავებას, შემოქმედებითი უნარების განვითარებას, ასევე საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გახადოს სხვადასხვა ეთნიკური წარმომადგენლების შემოქმედება და პოპულარიზაცია გაუწიოს მას. გაავრცელოს ინფორმაცია საზოგადოებაში იმ ეთნიკური წარმომადგენლების შესახებ, რომლებიც საუკუნეების მანძილზე დაკავშირებულები იყვნენ ჩვენს რეგიონთან.

ფესტივალის მხარდამჭერია გორის მუნიციპალიტეტის მერია, მერიის განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, გორის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო.







Print

სტატიის გამოყენების პირობები