ახალი ამბები
ქვახვრელში ახალი ეკლესია გაიხსნა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში ამაღლების სახელობის ეკლესია გაიხსნა. სოფლის ცენტრში მშენება ტაძარში ადგილობრივი მრევლი შეიკრიბა.

ეკლესიის მოძღვარმა პირველი ლოცვა ჩაატარა. პირველი ლოცვა ქრისტიანულ დღესასწაულს - ამაღლებას დაემთხვა.

სოფლის ეკლესია 1 წელზე მეტია შენდება. ადგილობრივი მცხოვრებთა შემოწირულობებით და, ასევე, სამშენებლო კომპანიების დახმარებით, მრევლმა საძირკვლისა და კედლების აშენება შეძლო.

ისტორიული სოფელი ქრისტიანული საკულტო ადგილებით მრავალფეროვანია. ქვახვრელში არის ასევე კვირაცხოვლის (სურბნიშანი) და ღვთისმშობლის ეკლესიები. ასევე, უფლისციხეში - წმ. გიორგის ეკლესია.

მრევლისთვის სოფლის ცენტრში აშენებული ტაძარი ღვთისმსახურებისთვის უფრო ხელსაყრელია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები