ახალი ამბები
საბჭოთა სიმბოლიკა მეჯვრისხევსა და ახალუბანში
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში სტალინის მონუმენტი და ბიუსტი დგას.  საბჭოთა ბელადის მონუმენტი სოფლის ცენტრალურ ნაწილში შეარემონტეს და შეღებეს კიდეც.

რაც შეეხება ბიუსტს, მისი კვარცხლბეკი ბალახებშია ჩაფლული.

ორგანიზაცია ,,მაროს" ხელმძღვანელი ნინო დალაქიშვილი ,,ქართლის სტუდიაში" სტუმრობისას აცხადებდა, რომ სახელმწიფო არ ზრუნავს თავისუფლების ქარტიის პრინციპების დაცვას.

თავისუფლების ქარტიის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია საბჭოთა სიმბოლიკების აკრძალვასთან დაკავშირებით, ზომები გაამკაცროს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები