ახალი ამბები
კასპის რაიონში მამაკაცი მოკლეს, ცოლი კი დაჭრეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში შუახნის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის მერის წარმომადგენლემა განუცხადა, ასევე დაჭრილია მოკლული მამაკაცის მეუღლე.

„წუხელ ღამის 2 საათზე გაუგიათ სროლის ხმა. ერთი ადამიანია მოკლული, ერთი კი დაჭრილი. მიმდინარეობს საგამოძიოებო მოქმედებები, არ ვიცით რა მოხდა. მოგვიანებით უფრო მეტი დეტალი მეცოდინება.“-აცხადებს სოფლის რწმუნებული ზურაბ ქურასბედიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები