ახალი ამბები
გორში სტუდენტებმა შშმ პირებს ღონისძიება მოუწყეს
ღონისძიების მთავარი თემა შშმ ბავშვები და მათ გარშემო არსებული სტიგმები იყო. მასში მონაწილეობდნენ, გორის უნივერსიტეტის სტუდენტები,საზოგადოება ,,ბილიკის" დღის ცენტრ ,,სხივის" ბავშვები,ერგნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები და ასევე, თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებიც,რომლებმაც იმღერეს და ლექსები წაიკითხეს.

,,ეს ღონისძიება მართლაც მნიშვნელოვანი იყო. იმიტომ, რომ თქვენ ნახეთ ჩვენი ბავშვების ოვაციები,თუ როგორ გახსნილები იყვნენ და როგორ მიიღეს მონაწილეობა. ამათი სიხარული ყველას სიხარულია. მინდა რომ ეს ბავშვები საზოგადოებაში ინტეგრირებულნი იყვნენ"" - ამბობს გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თინა ბრეგვაძე.

ღონისძიება გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების (60 კრედიტიანი პროგრამა) ორგანიზებით გაიმართა.

,,მე ვარ იდეის ორგანიზატორი. ჩემს სტუდენტებს მასწავლებელთა მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაში ინკლუზიურ განათლებას ვასწავლი და იმდენად გულთან მიიტანეს მათი მდგომარეობა,რომ გადაწყვიტეს ღონისძიება ჩაეტარებინათ. მოიწვიეს ეს ბავშვები და ერთი ძალიან ლამაზი დღე ვაჩუქეთ"" - ამბობს გორის უნივერსიტეტის პროფესორი -ცირა ბაქრაძე.

,,ჩვენ ყველანი შევიკრიბეთ იმისთვის,რომ აღმოვფხვრათ საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები და სტიგმები და ამისათვის გვინდა,რომ დღევანდელი დღე ვაჩუქოთ ჩვენს ბავშვებს. გვინდა აღმოვფხვრათ საზოგადოებაში გავრცელებული ცუდი შეხედულებები"" - აღნიშნა ლალი ციცაგმა,რომელიც იდეის ერთ-ერთი ავტორი და მასწავლებელთა მომზადების ერთწლიანი პროგრამის სტუდენტია.

ღონისძიების პარტნიორები იყვნენ რესტორანი ,,ჟოზეფი"" ,,კაფე 22"" და გასართობი ცენტრი ,,რიო"", რომლებმაც ბავშვებს მცირე საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები