ახალი ამბები
ხაშურში პოლიციის პიკაპს დაეჯახნენ
ხაშურის შს სამმართველოს კუთვნილ მანქანას ავარია მოუვიდა. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.

,,პიკაპს"  მსუბუქი ავტომანაქანით კერძო პირი დაეჯახა. შსს-ს პრეს-სამსახურის ცნობით, მოქალაქე ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

მძღოლს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილით შეუდგინეს და 3 წლით მართვის მოწმობა ჩამოართვეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები