ახალი ამბები
გორში რამდენიმე ოჯახის სარდაფი, ხოლო ორ სოფელთან გზები იწმინდება
უხვი ნალექის შედეგად გორში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სარდაფი დაიტბორა, ხოლო ვარიანსა და ხიდისთავთან გზები გაწმინდეს. 

მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, პრობლემების დიდი ნაწილი აღმოხვრილია. ღამით ზოგიერთ სარდაფში და ტინისხიდის ხიდის ქვეშ წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები გაგრძელდება.

უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად მობილიზებული იყო ტექნიკა. ძლიერ წვიმას გორსა და რამოდენიმე სოფელში სეტყვაც მოჰყვა, განსაკუთრებით დაისეტყვა სოფელი ტინისხიდი.

"ჩვენ მაშინვე გავედით და ადგილებზე გავეცანით შექმნილ ვითარებას, ამ ეტაპზე პრობლემები მოგვარებულია, რამოდენიმე ადგილას გრძელდება ამოტუმბვა. ოპერატიულად იმუშავა სამაშველო სამსახურმა და მადლობა მათ ამისთვის. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა რამდენიმე სოფელში გზებზე და დაიტბორა გორში რამოდენიმე სახლის ძირითადად სარდაფები. მობილიზებულია ყველა უწყება და მაქსიმალურად ვცდილობთ დავეხმაროთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ძლიერმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა" - გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ერასტი ელიჯარაშვილი.



Print

სტატიის გამოყენების პირობები