ახალი ამბები
ცხინვალში არჩევნებია - დე-ფაქტო რესპუბლიკაში ახალ პარლამენტს ირჩევენ
დღეს, 12 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 22,5%-ია. ასეთია დე-ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები.

არაღიარებულ რესპუბლიკაში ახალ პარლამენტს ირჩევენ. ამომრჩევლებს, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი დევნილია, ხმის მიცემა 7 პარტიას შორის უწევს:

,,ერთიანი ოსეთი"; ,,ხალხის ერთობა"; ,,ნიხასი"; ,,სახალხო პარტია"; ,,ერთობა"; კომუნისტური პარტია და ,,ფიდიბასტა", მაჟორიტარულ და პროპორციული სიით, მოსახლეობას საკუთარ კანდიდატებს სთავაზობს.

პარლამენტი 189 წევრისგან უნდა დაკომპლექტდეს. 17 ოლქში გახსნილია 77 უბანი, მათ შორის, ორი ჩრდილოეთ ოსეთში, ხოლო მოსკოვსა და აფხაზეთში თითო-თითო. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დე-ფაქტო რესპუბლიკის მონაცემებით 40 000-მდე მოსახლე ცხოვრობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები