ახალი ამბები
ჯავის რაიონში არჩევნებზე 12 საათის მონაცემებით 225 ამომრჩეველი მივიდა
,,არჩევნები მშვიდობიანად მიმდინარეობს" - განაცხადა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბელა ფილიევმა, რომელმაც დღის პირველი ნახევრის შედეგები შეაჯამა.

12 საათის მონაცემებით, ოკუპირებული ტერიტორიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ, თუმცა მცირერიცხოვან რაიონში 225 ამომრჩეველი მივიდა.

დე-ფაქტო რესპუბლიკაში პირველი არჩევნებია, სადაც პარლამენტს მაჟორიტარული და პროპორციული სიით ირჩევენ.

გარდა ამისა, 12 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 22,5%-ია. ამომრჩევლებს, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი დევნილია, ხმის მიცემა 7 პარტიას შორის უწევს:

,,ერთიანი ოსეთი"; ,,ხალხის ერთობა"; ,,ნიხასი"; ,,სახალხო პარტია"; ,,ერთობა"; კომუნისტური პარტია და ,,ფიდიბასტა", მაჟორიტარულ და პროპორციული სიით, მოსახლეობას საკუთარ კანდიდატებს სთავაზობს.

პარლამენტი 189 წევრისგან უნდა დაკომპლექტდეს. 17 ოლქში გახსნილია 77 უბანი, მათ შორის, ორი ჩრდილოეთ ოსეთში, ხოლო მოსკოვსა და აფხაზეთში თითო-თითო. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დე-ფაქტო რესპუბლიკის მონაცემებით 40 000-მდე მოსახლე ცხოვრობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები