ახალი ამბები
მულტიკულტურული ფესტივალი გორში (VIDEO)
გორში 8 ივნისს მულტიკულტურული ფესტივალი გაიმართა, რომელიც საზოგადოება ,,ბილიკმა" და გორის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოადგინა. ფესტივალი  წერეთლის ქუჩაზე ჩატარდა და მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა სხვადასხვა ეროვნების ხელოვანმა ადამიანებმა, მეწარმეებმა, ანსამბლებმა და ჯგუფებმა მიიღეს.

ფესტივალი იმართება პროექტის ,,ახალგაზრდები ცვლილებებისთვის "ფარგლებში და დაფინანსებულია ,,ღია საზოგადოების ფონდის"" მიერ. ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს კულტურათაშორის დიალოგისა და კავშირების გაღრმავებას, შემოქმედებითი უნარების განვითარებას, ასევე საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გახადოს სხვადასხვა ეთნიკური წარმომადგენლების შემოქმედება და პოპულარიზაცია გაუწიოს მას. გაავრცელოს ინფორმაცია საზოგადოებაში იმ ეთნიკური წარმომადგენლების შესახებ, რომლებიც საუკუნეების მანძილზე დაკავშირებულები იყვნენ ჩვენს რეგიონთან.

ფესტივალის მხარდამჭერია გორის მუნიციპალიტეტის მერია, მერიის განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, გორის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები