ახალი ამბები
გორში სტალინის ქუჩაზე ,,ზებრა - გადასასვლელებს" ხაზავენ
დილით გორის მოსახლეობას ახალი ,,ზებრა" - გადასასვლელები დახვდება. ,,ეს იქნება სიურპრიზი" - ასეთია გორის მერის პირველი მოადგილის, ერასტი ელიჯარაშვილის სურვილი.

თუმცა, ტრანსპორტის განყოფილებისა და დაქირავებული სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების მუშაობის პროცესი qartli.ge-მ გადაიღო.

გორის მერის პირველი მოადგილე ამბობს, რომ ამ ღამით მხოლოდ ორ ადგილზე დაიხაზება ახალი გადასასვლელი.

ეს ის ადგილებია, რომელიც სტალინის სახლ-მუზეუმისა და მისი სკვერის გარშემო მდებარეობს.

ფოტოებზე გადაღებულია სტალინის ქუჩის ის მხარე, სადაც ცენტრალურ ქუჩას კირიონ მეორისა და გარსევანიშვილის ქუჩები უერთდება.



Print

სტატიის გამოყენების პირობები