სხვადასხვა
გორში მამაკაცს ეგონა, რომ მანქანა მოპარეს
მანქანის გატაცების შესახებ დღეს დილით გორიდან 112-ში შეატობინება შევიდა.

გურამიშვილის ქუჩიდან მამაკაცმა დარეკა და განაცხადა, რომ მას ავტომობილი იმ ადგილზე აღარ დახვდა, სადაც გუშინ საღამოს გააჩერა.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე საპატრულო პოლიციის მისვლის შედეგ გაირკვა, რომ მოქალაქეს ავტომობილი სხვა ადგილას ჰყავდა გაჩერებული, შესაბამისად გამოძახებაც გაუქმდა და გამოძიება არ დაწყებულა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები