სხვადასხვა
აგარაში დაჭრილი 50-წლამდე ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
აგარაში დაჭრილი 50-წლამდე ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ის ქარელის ცენტრალური საავადმყოფოდან გორში „გორმედის“ ქსელის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანეს.

50-წალმდე ქალი 10-მდე ჭრილობით საავადმყოფოში უმძიმეს მდომარეობაში მოიყვანეს, მას სხეულის სხვადასხვა არეში 10-ზე მეტი ჭრილობა აღენიშნება.

,,ბასრი საგნით დაზიანებები აქვს მიყენებული კისრის, ნიკაპის, გულ-მკერდის არეში, ასევე მუცლის ღრუში რამდენიმე შემავალი ჭრილობა აღენიშნება. დაზიანებული აქვს ღვიძლი, კუჭი და ფილტვები,“- აცხადებს „გორმედის“ ქსელის ქირურგი ლექსო ხეთაგური.

50-წლამდე ქალს ქარელის საავადმყოფოში 5 საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა.

დაჭრილი რამდენიმე წუთის წინ გორში გადაიყვანეს, ის „გორმედში“ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებულია.

შინაგან სამქეთა სამინისტროს ინფორმაციით სავარაუდო ბრალდებული იდენთიფიცირებულია. უწყებამ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამავე თემაზე: დაბა აგარაში მკვლელობა მოხდა
Print

სტატიის გამოყენების პირობები