სხვადასხვა
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი დაკითხვაზე დაიბარეს
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი დაკითხვაზე დაიბარეს. საბა წიწიკაშვილს თბილისში, გენერალურ ინსპექციაში ხვალ გამოკითხავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების საზედამხედველო ორგანოში წიწიკაშვილთან კითხვები გუშინ ღამით მომხდარ ინციდნეტთან დაკავშირებით აქვთ.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე „ქართლი.ჯი-ს“ რედაქტორს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი პოლიციელებმა იმ დროს შეუშალეს, როდესაც საბა წიწიკაშვილი მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გაშუქებას ცდილობდა.

ამავე თემაზე: ⬇️

გორთან პოლიციის მანქანა ამოტრიალდა - ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

შსს-ს განცხადება ჟურნალისტის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტზე

ეთიკის ქარტია ჟურნალისტურ საქმიანობაში სავარაუდო ხელშეშლის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

Print

სტატიის გამოყენების პირობები