ახალი ამბები
ცხინვალში მამაკაცს მანქანაში ესროლეს
ცხინვალში, ცენტრალურ ქუჩაზე მამაკაცს მანქანაში ესროლეს.

ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამთავრობო ტელევიზია ავრცელებს.

ცხინვალის ტელევიზიის ცნობით, დაჭრილია ალან თადტეევი, 40-წლამდე ასაკის მამაკაცი.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც თადტეევი მანქანით პუშკინისა და ალან ჯიოევის ქუჩის კვეთაზე მოძრაობდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები