ახალი ამბები
შსს: პოლიციის მანქანა გაიტაცა არასრულწლოვანმა
პოლიციის მანქანა, რომელსაც გორთან ავტობანზე ავარია მოუვიდა, გატაცებული იყო - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. პრეს-სამსახურის ცნობით, გამტაცებელი კ.წ. არის არასრუწლოვანი, 17-წლის.

შს სამინისტროს განცხადება:

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გო­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, წარ­სულ­ში ქურ­დო­ბის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი და ამ­ჟა­მად პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყო­ფი არას­რულ­წლო­ვა­ნი - 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.წ., ძარ­ცვის ბრალ­დე­ბით, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ორ­თა­შენ­ში და­ა­კა­ვეს. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 5-დან 8 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღეს გამ­თე­ნი­სა­ას გორ­ში, დ. გუ­რა­მიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, ტარ­დე­ბო­და ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რა დრო­საც ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის ქვეშ მყოფ­მა არას­რულ­წლო­ვან­მა, კ.წ. -მ ისარ­გებ­ლა შექ­მნი­ლი გა­რე­მო­ე­ბით, ჩაჯ­და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლის სამ­სა­ხუ­რებ­რივ მან­ქა­ნა­ში და დიდი სის­წრა­ფით თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის ჩქა­როს­ნულ ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე გა­ვი­და. მან ვერ უზ­რუნ­ველ­ყო ავ­ტო­მან­ქა­ნის უსაფრ­თხო მარ­თვა და ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე მოძ­რავ "ფორდ ტრან­ზიტს" შე­ე­ჯა­ხა. კ.წ.-მ ავ­ტო­მო­ბი­ლი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­ა­ტო­ვა, თა­ვად კი მი­ი­მა­ლა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მის ად­გილ­სამ­ყო­ფელს მა­ლე­ვე მი­აკ­ვლი­ეს და და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 178-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ე" ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის გა­და­ღე­ბის მიზ­ნით, ად­გილ­ზე მი­ვი­და შიდა ქარ­თლის ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის, "qartli.ge"-ის რე­დაქ­ტო­რი, საბა წი­წი­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ მას სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხელი შე­უ­შა­ლეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის და­ტო­ვე­ბა მოს­თხო­ვეს. მომ­ხდარ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ მოკ­ვლე­ვა უკვე და­ი­წყო" - ნათ­ქვა­მია შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

შეგახსენებთ, ავტობანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის გადასაღებად მისულ ჟურნალისტს საბა წიწიკაშვილი პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლება, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და დატოვებინეს ტერიტორია.

ამავე თემაზე: ⬇️

გორთან პოლიციის მანქანა ამოტრიალდა - ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

შსს-ს განცხადება ჟურნალისტის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტზე

ეთიკის ქარტია ჟურნალისტურ საქმიანობაში სავარაუდო ხელშეშლის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს


Print

სტატიის გამოყენების პირობები