ახალი ამბები
ახალგორელ აქტივისტს სოციალური ქსელი ,,Facebook" დროებით გაუტეხეს
ოკუპირებულ ახალგორის რაიონში მცხოვრებ აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს რამდენიმე საათის განმავლობაში სოციალურ ქსელში წვდომა შეეზღუდა. 

ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკის ხმის ჟურნალისტმა ნინო დალაქიშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, სამოქალაქო აქტივისტის პროფილი ,,ფეისბუქში" აქტიური იყო, თუმცა თამარ მეარაყიშვილი შეტყობინებებს არ პასუხობდა.

დაახლოებით ორი საათის შემდეგ, ნინო დალაქიშვილმა თამარ მეარაყიშვილთან დაკავშირება შეძლო. თამარ მეარაყიშვილმაც მოგვიანებით აღნიშნა, რომ პრობლემა გამოსწორდა:

,,როგორც ჩანს, ვიღაც პიროვნება ცდილობდა თამარ მეარაყიშვილის ე.წ. ექაუნთის გატეხვას, რის შემდეგაც დაიბლოკა პროფილი. მე უკვე შევძელი თამარასთან გასაუბრება და ამჟამად პრობლემა მოგვარებულია" - აცხადებს ამერიკის ხმის ჟურნალისტი.

ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ახალგორში, საქართველოს არაკონტროლირებად რეგიონში ცხოვრობს. ერთი წლის წინ მის წინააღმდეგ ადგილობრივმა დე ფაქტო ხელისუფლებამ სისხლის სამართლის ორი საქმე - ცილისწამება მმართველი პარტია "ერთიანი ოსეთის" მიმართ და ყალბი საბუთების დამზადება-გამოყენება - აღძრა. ინტერვიუში ის ჰყვება, როგორია მისი ცხოვრების ბოლო ერთი წელი გადაადგილებისა და ჩამორთმეული დოკუმენტების გარეშე
Print

სტატიის გამოყენების პირობები