ახალი ამბები
კვლევა: შიდა ქართლში სოციალური პროგრამების დაგეგმვაში მოსახლეობა ჩართული არ არის
შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში სოციალური პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესი არასისტემატიზებულია, ხოლო პროცესის შემადგენელი აქტივობები არათანმიმდევრულად და არასრულყოფილად ხორციელდება. ამის შესახებ იმ კვლევაშია საუბარი, რომელის პრეზენტაციაც დღეს, სასტუმრო "ლიდერში" გაიმართა.

კვლევაში, რომელიც ავტორებმა ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს, ასევე წერია, რომ მუნიციპალური ხელისუფლება სოციალური პროგრამის დაგეგმვის დროს აცნობიერებს მოწყვლადი მოქალაქეების პრობლემებისა და გამოწვევების კვლევის საჭიროებას, თუმცა, მოსახლეობის საჭიროებათა შესწავლა ფრაგმენტულად ხორციელდება.

კვლევა - "მუნიციპალური სოციალური პოლიტიკის ანალიზი შიდა ქართლის მაგალითზე" PMC კვლევითი ცენტრმა ჩაატარა. რეკომენდაციები რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტს გადაეგზავნება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები