ახალი ამბები
ახალგაზრდა მამაკაცი მტკვარში გადავარდა
ახალგაზრდა მამაკაცი მტკვარში გადავარდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, რომ შემთხვევა გორში, სადგურის დასახლებასთან დამაკავშირებელ ხიდზე მოხდა.

სამსახურის ცნობით მაშველები ადგილზე მაშინ მივიდნენ, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი მოსახლეობას მდინარიდან უკვე ამოყვანილი ჰყავდა. შინაგან სამქეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები