ახალი ამბები
სოფელი ბრეთის მეურნეობა წყლის გარეშეა დარჩენილი
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთის მეურნეობაში მთელი სოფელი წყლის გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ ქარტლი.გე-ს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა განუცხადეს.

მათი თქმით, ზაფხულის პერიოდის გამო, საჭიროა დროული რეაგირება. ბრეთის მეურნეობაში 1000-მდე ადამიანი ცხოვრობს.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ წყლის ტუმბოს შესაძენად 5000 ლარი დაიხარჯება. მესამეა დღეა სოფელს წყალი არ მიეწოდება.

,,წყლის სისტემის რეაბილიტაცია ამჟამად მიმდინარეობს და შესაძლოა საღამოს აღდგეს. შაბათ-კვირა დასვენების დღეები დაემთხვა და, შესაბამისად, დროულად არ მოხდა აღდგენა" - აცხადებენ პრეს-სამსახურში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები