ახალი ამბები
საოპერო მომღერალი ლევან ტაბატაძე იტალიაში მიემგზავრება
საოპერო მომღერალი ლევან ტაბატაძე იტალიაში, ჯუზეპე ვერდის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე გაემგაზვრება.

ამის შესახებ qartli.ge-ს ხაშურის მერიიდან აცნობეს. ადმინისტრაციის ცნობით, საოპერო მომღერალს, რომელიც წარმოშობით ქვიშხეთიდანაა, ფინანსურ მხარდაჭერას მერია უცხადებს.

,,წარმატებულ ვოკალისტს ფინანსურ მხარადაჭერას ხაშურის მუნიციპალიტეტი უცხადებს, ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 127 ლარი გამოიყო, რომელიც ლევან ტაბატაძის გამგზავრებისა და სხვა საჭირო ხარჯებს მოხმარდება." - აღნიშნავენ ხაშურის მერიაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები