სვენეთის სკოლაში მოძველებული სადენების გამო ტექნიკა მწყობრიდან გამოდის
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთის საჯარო სკოლაში ელექტროტექნიკური ხელსაწყოები ზიანდება. დენის ცვალებადობის გამო, მწყობრიდან წყლის ტუმბო გამოვიდა.

მესამე დღეა საჯარო სკოლაში სანიტარული ნორმების დასაცავად წყალი მეზობელი სახლებიდან მიაქვთ. სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, პრობლემას ამ გზით აგვარებენ:

,,ზოგადად, სადენებია მოსაწესრიგებელი, რადგან ხშირია ჩვენს სკოლაში დენის ცვალებადობა. სწორედ, ამ პრობლემამ გამოიწვია ტუმბოს დაზიანება. ჩვენ საკუთარი ჭაბურღილი გვაქვს და ამით ძალიან ვსარგებლობთ ხოლმე. რაც შეეხება დაზიანებულ ჭაბურღილს, თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში მოვძებნეთ, სადაც შევიძენთ. მერია დაგვეხმარება, რომ ჩამოვიტანოთ ტუმბო" - აცხადებს სკოლის დირექტორი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები