თანასოფლელის მკვლელობაში და ცოლის დაჭრაში ბრალდებულს გორის სასამართლომ პატიმრობა შეეფარდა
გორის სასამართლომ 1 პირის მკვლელობაში მკვლელობაში და ცოლის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა დღეს მიიღო.

დაკავებული დაბა აგარაში მცხოვრებია. პროკურატურამ სასამართლოს ორი შუამდგომლობით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობისა და პროცესის დახურვის შესახებ, მიმართა. პროკურორ ნანა გუგუტიშვილის განმარტებით, ვინაიდან მოტივად ეჭვიანობაა დასახელებული, უმჯობესია პროცესის დახურვა ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის დაცვის მიზნით.

მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა ორივე შუამდგომლობა სრულად გაიზიარა და აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა. პროკურორის შუამდგომლობას და მოსამართლის გადაწყვეტილებას დაცვის მხარე ბრალდებულის ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაეთანხმა. პროცესზე ბრალდებულმა კვლავ დუმილის უფლება გამოიყენა.

გამოძიების ვერსიით, ა.ხ.-მ 10 ივნისს შუახნის მამაკაცი მოკლა, საკუთარი მეუღლეს კი ცივი იარაღით 10-მდე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ქალი "გორმედის" კრიტიკული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული, ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ბრალდებულს 16 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები