გორის მერიამ რუსი დიზაინერების მიღებაზე უარი განაცხადა
"რეგიონ ფეშენ ვიკზე" მონაწილეობას რუსი დიზაინერები ვერ მიიღებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს იოსებ კავკავაშვილმა განუცხადა, რომელიც 20 -21 და 22 ივნისს გორში დაგეგმილი ფესტივალის ორგანიზატორია.

"იყო საუბარი იმაზე, რომ რუს დიზაინერსაც მიეღო მონაწილეობა "რეგიონ ფეშენ ვიკზე", რომელიც გორში გაიმართება. თუმცა, მერიამ ამაზე უარი გვითხრა და პრინციპში, ჩვენი პოზიციაც ასეთი იყო, რომ რუსეთს არ უნდა მიეღო ამ ფესტივალში მონაწილეობა."-აცხადებს იოსებ კავკავაშვილი.

"რეგიონ ფეშენ ვიკზე" სულ 15 დიზაინერი მიიღებს მონაწილეობას, მათგან კი, 5 უცხოელია. უკრაინაინიდან, პოლონეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და იტალიიდან.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები