ცხინვალის გუნდს ვლადიკავკაზში სროლით დახვდნენ
ინციდენტი მოხდა ვლადიკავკაზში. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრებმა ადამიანებმა, რომლებმაც ტოტალიზატორში თანხა, დაახლოებით 140 000 რუბლი წააგეს, ცხინვალის გუნდის წევრებს სროლა აუტეხეს.

ინფორმაციას ჩრდილოეთ ოსეთის ტელევიზია, ასევე, ცხინვალის სამთავრობო მედია პორტალი ავრცელებს.

საქმე ეხება საფეხბურთო ჩემპიონატს, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის უფლების გარეშე ევროპაში ტარდება. ConIFA-ს ჩემპიონატზე ცხინვალის გუნდმა მოიგო.  აღნიშნული ტურნირი იმ გუნდების წარმომადგენლებს შორის იმართება, რომელთა ხელისუფლებებმაც დამოუკიდებობა საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფონზე აღიარეს.

არაღიარებული სახელმწიფოების საფეხბურთო გუნდებს შორისაა დნესტრისპირეთის, დასავლეთ სომხეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და ა.შ. რეგიონის გუნდები.

სააგენტო ,,რესის" ცნობით, მიუხედავად ინციდენტისა, ცხინვალის გუნდს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში ზეიმით დახვდებიან.




View this post on Instagram

Как все началось

Print

სტატიის გამოყენების პირობები