სოფელ ყელქცეულში არხის წყალი სახლებში შეუვარდათ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ  ყელქცეულში წყალმა საცხოვრებელი სახლები დატბორა. პავლე ჩიტაძის თქმით, დაზარალებულია 60-მდე ოჯახი.

წყალუხვობა წვიმამ გამოიწვია. მოუწესრიგებელია სანიაღვრე არხები. სამაშველო სამსახური დილის 3 საათიდან მუშაობს. 

,,წყალუხვობა არხში დიდი რაოდენობით წყლის გაშვებამ გამოიწვია. არხი თუ არ დაკეტეს, წყალი არ დაიკლებს. ეს არხი ლიახვიდან მოდის" - ამბობს ადგილობრივი მკვიდრი პავლე ჩიტაძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები